LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Novayagazeta: საიდუმლო პუნქტის მიხედვით, რუსეთს 300 ათასის ნაცვლად, 1 მილიონი ადამიანის გაწვევა შეუძლია

43
Untitled design

„ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებაში „საიდუმლო მუხლი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მილიონამდე ადამიანის გამოძახების საშუალებას აძლევს“, – ამის შესახებ Novaya Gazeta პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყარო აღნიშნავს, რომ „მათ ეს რიცხვი რამდენჯერმე შეცვალეს, საბოლოოდ კი მილიონზე შეჯერდნენ“.

როგორც გამოცემა წერს, წყაროს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, იურიდიული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა პუტინის განკარგულების სკანირებული დოკუმენტი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შემოღების შესახებ. განკარგულების მეშვიდე პუნქტზე კი აღნიშნულია, რომ ის განკუთვნილია „ოფიციალური გამოყენებისათვის“.

მოგვიანებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საიდუმლო პუნქტი ეხებოდა იმ რეზერვისტთა რაოდენობას, რომლებიც შეიძლება სამხედრო სამსახურში გაიწვიონ.

„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შოიგუმ განაცხადა 300 ათასი ადამიანის შესახებ, აქ საუბარია 300 ათასამდე ადამიანზე“, – თქვა პესკოვმა.

წყაროს მტკიცებით, თავდაპირველად განიხილავდნენ, რომ განკარგულების მთლიანი ტექსტი „ოფიციალური გამოყენებისთვის“ გრიფით ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც მხარს უჭერდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ საიდუმლო პუნქტად დარჩენილიყო მხოლოდ მეშვიდე მუხლი – რაც, რეალურად, მობილიზებულთა რაოდენობას ეხებოდა – „მაჩვენებელი რამდენჯერმე შესწორდა და საბოლოოდ მილიონი განისაზღვრა“, – აღნიშნავს წყარო.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა.

Meduza: თუ მასობრივი გადინება გაგრძელდება, შესაძლოა, რუსეთმა საზღვრები ჩაკეტოს

პუტინი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის – არმიის შემადგენლობა 2 მილიონს გადააჭარბებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g