LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის – არმიის შემადგენლობა 2 მილიონს გადააჭარბებს

108
299343049_432202472044173_6253728296824468699_n

რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 

შედეგად, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის არმიას კიდევ 137 000 სამხედრო მოსამსახურე დაემატება და მათი რაოდენობა, ჯამში, 2,04 მილიონს მიაღწევს.

განკარგულება ძალაში 1 იანვრიდან შევა.

„განისაზღვროს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო სიმძლავრე 2 039 758 ერთეულის ოდენობით, მათ შორის 1 150 628 სამხედრო მოსამსახურით“, – აღნიშნულია იურიდიული ინფორმაციის პორტალზე განთავსებულ დოკუმენტში.

როგორც რუსული მედია წერს, 2017 წლის 17 ნოემბრის დადგენილების შესაბამისად, ამ დრომდე რუსეთის არმია შედგებოდა 1 902 758 ჯარისკაცისა და ოფიცრისგან, მათ შორის 1 013 628 სამხედრო მოსამსახურე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g