LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუ მიხვალთ კლინიკებში, ეკონტაქტეთ ექიმებს ტელეფონით“ – გიორგი კაპანაძე COVID19- ის პრევენციაზე

10578
giorgi-kapanadze-newsss

COVID19- ის პრევენციაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა:

„რატომ ემართება ეს ვირუსი ერთ ადამიანს და რატომ არ ემართება მეორეს, არა მარტო კორონავირუსის, არამედ სხვა ვირუსის შემთხვევაშიც, ზუსტი პასუხი არ არსებობს. როდესაც ადამიანი არის ფრთხილად, ის ნაკლებად ინფიცირდება, ეს აქსიომაა და ამას წყალი არ გაუვა. რისკ-ჯგუფი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვირუსს დაემართება, დაინფიცირება ასაკთან დაკავშირებული არ არის. რისკ-ჯგუფი გულისხმობს დაინფიცირების შემდგომ გართულებებს. როდესაც ამბობენ, რომ 70 წელს ზევით ადამიანები რისკ-ჯგუფში არიან, იგულისხმება სიმპტომური დამძიმების რისკი და არა ის, რომ 20 წლის ადამიანს არ დაემართება და 80 წლისას დაემართბა. ანუ რისკ-ჯგუფში იგულისხმება ვირუსული ინფექციის გართულება და არა ინფიცირება. ჩვენს გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვირუსი დაფიქსირდა ბავშვებთანაც. რამდენადაც ვიცი, დაავადება მათთან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, რასაც სიხარულით ვხვდებით ყველა. შესაბამისად, ვირუსის მანიფისტირება ხდება იმ ადამიანებში, ვისაც ვირუსი ურთულდება.

საერთოდ ვირუსული ინფექციების, ნებისმიერი ვირუსის გართულება არის დაკავშირებული ნებისმიერი ორგანოს გართულებასთან და მათ შორისაა გულიც. არის შემთხვევები, როდესაც ვითარდება მიოკარდიტები, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მარტო  COVID19-თან. იმის თქმა, რომ კონკრეტულად კორონავირუსი ძალიან დამანგრევლად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, არასწორია.

რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, რაც არ უნდა მოგვიწოდოს სახელმწიფომ, თუ ჩვენ არ შევასრულეთ რეკომენდაციები, მოწოდება დარჩება მოწოდებად. იძულებით ადამიანს აუკრძალო, რომ ნათესავი არ ნახოს, ამას სახელმწიფო ვერაფერს უზამს. მიმაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობა რაღაც გაგებით უკვე არსებობს. ეს პროფილაქტიკური ზომების გამკაცრებით არის გამოხატული. მეტი ყუარადღება, მეტი სიფრთხილე იქნება ძალიან კარგი. იმიტომ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, არ მოხდეს მასიური დაინფიცირება ერთდროულად ანუ ეს პროცესი დროში გახანგრძილვდეს. იტალიაში ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და ამან გამოიწვია სამედიცინო სფეროს პარალიზება. ყველა საპრევენციო ღონისძიება ტარდება სწორედ იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ერთად არ დაინფიცირდეს და თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენი ჯანდაცვა ამას გაუმკლავდება. რაც ეხება მოქმედებას, გასაგებია, რომ ექიმის დახმარება ყველას გვიჭირდება, მაგრამ ჩემი თხოვნაა, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, ნუ მივალთ ექიმთან კლინკაში. იტალიის ქეისი ალბათ მოგვიანებთ გამოიკვლვა, მაგრამ მგონია, რომ მასიური გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი, შიდა ჰოსპიტალური დაინფიცირებაა. მოხდა ექიმების დაინფიცირება, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს პაციენტები. ეს ძალიან ართულებს სიტუაციას.

შიდა ჰოსპიტალური ინფიცირება იძლევა ძალიან მაღალ სიკვდილიანობას იტალიაში. ამიტომ ნუ მიხვალთ კლინიკებში, ეკონტაქტეთ ექიმებს ტელეფონით“

 

ვრცლად ჩართვის პოდკასი მოისმინეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები