LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ, მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო – მალხაზ მაჩალიკაშვილი

129
მახო

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას მიმართვას და ძმისშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

მისი თქმით, ჰუსეინ (მორის) მაჩალიკაშვილის დაკავება ხელისუფლების შურისძიებაა იმის გამო, რომ მან კარავი დადგა პარლამენტთან.

„გველი იკბინება ყველაზე მაგრად, როცა გრძნობს სიკვდილს – ამ პოზიციაშია ხელისუფლება, ამ ჯოხს ტეხავენ ჩემს კისერზე იმიტომ, რომ ამდენი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს და მე არ ვტყდები, ამ პოზიციას არ ვთმობ. მეც იგივე პოზიციაში აღმოვჩნდები და საბოლოოდ მომიწევს რაღაც მოვიმოქმედო, იქამდე მე თხოვნით მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას: ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ. რაც ჩაიდინეთ სისხლიანი დანაშაული, ის მოინელეთ ჯერ და იქ გამეცით პასუხი, ის ადამიანები დასაჯეთ, მის მერე თუ გინდათ მე დამსაჯეთ, ვინც გინდათ ის. ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც თემირლანის ადგილას მყავს, ის გამოუშვით და მე დამაკავეთ, არ არის ის დამნაშავე. მისი დაკავება არის ამ კარავზე შურისძიება, ეს არის პირდაპირი შურისძიება. კადრები არ მინახავს, მაგრამ იმ დღეს აქ რაც ხდებოდა ყველაფერს ვხედავდი. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იყო მოსული 20 ივნისს, ამ ამბით შოკში იყო, ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა და იყო ყველა ერთიანად გამწარებული. ჰუსეინის(მორისის) დაკავებით დღეს ცდილობენ, რომ წელში გამტეხონ, ჰუსეინი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგონ, ვერ გამტეხენ”, – აცხადებს მაჩალიკაშვილი. 

მისი ძმიშვილი გუშინ დააკავეს, მას 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები