LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურასდროს ეცდები თავიდან აღზარდო საკუთარი ქმარი – ჟაკლინ კენედის ცნობილი გამონათქვამები

11611
ჟაკლინ კენედი

ჟაკლინ კენედი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის მოდის ეტალონად იქცა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალბატონის სახელი დაიმსახურა, რადგან მძიმე ცხოვრების მიუხედავად, ყველა დარტყმას ღირსეულად გაუძლო.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჟაკლინ კენედის ცნობილ ფრაზებს:

ჩემთვის მხოლოდ ერთი წესი არსებობს – ყველა წესის დარღვევა.

თუ სახლში ძველი, ბინძური ტანსაცმლის ტარებას ხარ მიჩვეული, ვერასდროს გახდები მოდური, რადგან სტილი – ჩვეულებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის შენთანაა.

ქალები ორ კატეგორიად იყოფიან – ისინი, ვინც სამყაროზე ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ და ისინი, ვინც იმ მამაკაცზე ფლობენ ძალაუფლებას, ვინც სამყაროს მართავს.

თუ რაიმეს უნაკლოდ, იდეალურად გაკეთება გსურს, სხვას არასდროს დაავალო, ყოველთვის თვითონ გააკეთე.

ის კი არაა მთავარი რას წარმოადგენ საკუთარი თავისთვის, მთავარია, რას წარმოადგენ სხვებისთვის.

გამოიყურებოდეს ელეგანტურად, იყოს მშვიდი და თავდაჯერებული – მხოლოდ ნამდვილ ქალბატონს შეუძლია, რომელსაც უფლება არ აქვს გაამჟღავნოს საკუთარი გრძნობები პუბლიკაზე.

სინამდვილეში სიმდიდრე და ქონება თავისუფლების მხოლოდ ილუზორული შეგრძნებაა.

თუ დიდი ოჯახის წევრი უნდა გახდე, კარგად შეისწავლე ამ ოჯახის ცხოვრების წესი. თუ არ მოგწონს მათი პრინციპები, უმჯობესია სწრაფად თქვა უარი და ნურასდროს გექნება იმედი, რომ ან მამაკაცს აღზრდი თავიდან, ან მის ოჯახს.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად წარმატებული ხარ, მთავარია რამდენად წარმატებული იქნებიან შენი შვილები, რადგან სწორედ შენზეა დამოკიდებული მათი ცხოვრება.

მხოლოდ მაშინ ხარ სხვისთვის საინტერესო, როცა თვითონ ინტერესდები ცხოვრებით. მხოლოდ მაშინ უყვარხარ, როცა თვითონ შეგიძლია შეყვარება.

ნურასდროს ეცდები თავიდან აღზარდო საკუთარი ქმარი და როგორი შეყვარებულიც არ უნდა იყო, ეცადე შეხედო ობიექტურად, ილუზიების გარეშე.

სამყარო იცვლება. უცვლელი მხოლოდ სიყვარული, შვილები და ცხოვრების მიმართ ინტერესი რჩება.

ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, უბრალოდ უნდა მიიღო და მაქსიმალურად ისარგებლო.

ცოდნის შეძენა ოთახში მარტო ჯდომით და წიგნის კითხვითაც შეიძლება, მაგრამ ადამიანების გაგებას, მათთან ურთიერთობას, ასე ვერასდროს ისწავლი.

პოლიტიკოსობა თუ გინდა, მაშინ მარტორქის ტყავი და ბეჰემოთის მოთმინება უნდა გქონდეს.