LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ლიდერებიდან ყველაზე მეტად კალაძე მოსწონთ – NDI

130
61776332-675802386206145-7312187404897484800-n

პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11% „ძალიან კარგად“, 34% – „კარგად“, 37% – „საშუალოდ“, 10% – „ცუდად“ და 5% – „ძალიან ცუდად“ აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1% – „ძალიან კარგად“, 12% – „კარგად“, 43% „საშუალოდ“, 21% – „ცუდად“, 7% – „ძალიან ცუდად“.

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1% ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა „ძალიან კარგია“, 11%-ის აზრით – „კარგია“, 36% ზურაბიშვილის საქმიანობას „საშუალოდ“ აფასებს, 28% – „ცუდად“, 12% კი „ძალიან ცუდად“.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობის რეიტინგის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია: 1%„ძალიან კარგი“, 9% – „კარგი“, 31% – „საშუალოდ“, 16% – ცუდი“, 6% – „ძალიან ცუდი“.

საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

პოპულალურები