LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახის წევრის მოთხოვნით, შესაძლებელი გახდება, რომ პირს აზარტული თამაში აეკრძალოს – ფინანსთა მინისტრი

243
BeFunky-collage (9)

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რეგულირების ახალი მოდელი წარადგინა.

როგორც უკვე ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს – ასაკობრივი ზღვრის აწევას 25-თ წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი მზადაა და უახლოეს პერიოდში დაიწყება მისი განხილვა პარლამენტში.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი და ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო, ასევე ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს.

გარდა ასაკობრივი ზღვრის გაზრდისა, განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეეზღუდებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ამის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური:

კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეეზღუდებათ:

„სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;

საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექამიზმით;

ასევე, გათვალისწინებულია აკრძალვა ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით – შავ სია რომ მოხვდნენ პირები;

სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება

პრემიერი: აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 1 მლნ მოქალაქეს შეეზღუდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები