LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“

inx960x640

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს“. ინფორმაცია მათ ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ცნობით, დაკავებული 1962 წელს დაბადებული გია უშანგის ძე ფარულავაა და ის ტყვარჩელის (ყოფილი გალის) რაიონის სოფელ წარჩეს მცხოვრებია.

ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მამაკაცს ხელყუმბარა და 5.45 კალიბრის ვაზნები აღმოუჩინეს, რომელიც, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, ტექნიკური ხასიათისაა და სამხედრო მარაგების კატეგორიას ეკუთვნის.

მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ფარულავა ამ დროისთვის უშიშროების იზოლატორში იმყოფება.