LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ სოხუმში ერთ-ერთი სკოლა დაიწვა (ვიდეო)

212
SOXUMI

ოკუპირებულ სოხუმში პუშკინის სახელობის სკოლა დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას sputnik-abkhazia.ru ავრცელებს.

ცეცხლი სკოლის სახურავზე გაჩნდა. სპეციალისტები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე კიდევ მუშობენ.

შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და სოხუმის მერი ადგურ ხარაზია იმყოფებიან.

 

პოპულალურები