„უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების ე.წ. „კამიკაძე-დრონების“, Shahed-136-ის, 85-90%-ს ანადგურებენ“, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„შაჰიდების“ რაოდენობა, რომელსაც ჩვენი სამხედროები, საჰაერო თავდაცვის ძალები და ამ პროცესში ჩართულ სხვა დანაყოფები აგდებენ, უკვე 85-90%-ს აღწევს. ისინი ბევრ დრონს უშვებენ“, – თქვა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინა „კამიკაძე“ დრონების წინააღმდეგ ბრძოლას სწავლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობამ საჰაერო თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებულ შეტყობინებაზე რეაგირება არ უნდა მოახდინოს.
აუცილებელია თავშესაფრებში თავის შეფარება, აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღება ადამიანების გადაადგილების შესახებ იმ ადგილებში, სადაც მათთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს საკითხი ყველასთვის „მამაო ჩვენოსავით“ უნდა იყოს.“ – განაცხადა დანილოვმა.