ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს საგანგებო სხდომა გამართა.
სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანმომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.
(„ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο). ამასთან, ჯანმომ აღნიშნულ ვარიანტს კლასიფიკაცია – “შემაშფოთებელი” მიანიჭა.
“ამ ვარიანტს აქვს მუტაციების დიდი რაოდენობა, რომელთაგან ზოგიერთი შეშფოთებას იწვევს. წინასწარი მტკიცებულებებით სავარაუდოა, რომ არსებობს ამ ვარიანტებით ხელახალი ინფიცირების მეტი რისკი სხვა მსგავს შტამებთან შედარებით. ამ ვარიანტის შემთხვევების რიცხვი იზრდება სამხრეთ აფრიკის თითქმის ყველა პროვინციაში,”- აცხადებენ ჯანმოში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
ჯანდაცვის ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ შექმნილმა ვაქცინებმა, შესაძლოა, ახალი შტამის მიმართ იმუნური დაცვა ვერ უზრუნველყოს.
Covid-19-ის ახალი შტამის გამო, საფრანგეთი სამხრეთ აფრიკიდან ფრენებს აჩერებს
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა