LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ახალი სამოქმედო გეგმა ცნობილია – რა უთხრა რადიო “ფორტუნას” ოპოზიციონერმა ლიდერმა

100
აქციები (1)

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი შეთანხმება სამოქმედო გეგმაზე –  პარტიების წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ამ წუთებში რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ. როგორც “ფორტუნას” დღის თემაში” “ევროპული საქართველოს წევრმა” აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ისინი კონკრეტულ ლოკაციებს და დროს ადგენენ, როდის და სად გაიმართება შემდეგი საპროტესტო აქციები. 

ჩვენი სამოქმედო გეგმა, პრაქტიკულად, არ იცვლება, უბრალოდ კონკრეტიკას ვძენთ, სად და როდის გვექნება კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენი გეგმა ჯდება ისევ იმ ჩარჩოში, რასაც მშვიდობიანი პროტესტი ჰქვია იქამდე, სანამ არ შესრულდება დანაპირები. გეგმა მოიცავს აქციებს, პიკეტირებას, თუმცა კონკრეტულ ღონისძიებებზე ვთანხმდებით, სად, რომელ ქალაქში და რომელ უწყებასთან რისი გაპროტესტება იქნება. 

ერთ-ერთ პირველი – მოსამართლეების დამტკიცებას გავაპროტესტებთ. ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეების სიცოცხლის ბოლომდე დანიშვნა პროტესტის გარეშე არ ჩაივლის.

ვნახოთ, ქართული მარში თუ გამოვა, რომელიც 9 წლიან რეჟიმზე ლაპარაკობს ხოლმე , ახლა, რომ იმ ხალხს ნიშნავს სამუდამოდ ივანიშვილი, ვნახავთ, რამდენად გააპროტესტებენ”, – აცხადებს ბობოხიძე.

ის იმედს იტოვებს, რომ მოსამართლეების საკითხს “ქართული ოცნებიდან” ბოლო დროს წამოსული დეპუტატებიც გააპროტესტებენ. 

“ევროპული საქართველოს” წევრი ამბობს, რომ რა ტერმინიც უნდა ის გამოიყენოს “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი ქვეყანა, გვიწევს თანაცხოვრება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ბუნებრივია, ოცნებას მოუწევს, თავისი ნების წინააღმდეგ ანგარიში გაუწიოს მათ მოთხოვნებს.

“ქართულ ოცნებას არც შეხვედრები უნდოდა თავიდან, მაგრამ დათანხმდა”, – აცხადებს ბობოხიძე.