LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორკვირიანი კარანტინი დასრულდა: პირველი პაციენტები საავადმყოფოს ტოვებენ

1981
pjimage

“დღეს დავიწყებთ, დაახლოებით, 10 პაციენტის გაწერას, უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან 2-კვირიანი ვადა, ყველას გავწერთ სახლში”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პაციენტების მონაცემები ცენტრს გადაეგზავნება და კიდევ ერთხელ გადამოწმებდა.

გოფაძემ ასევე აღნიშნა, რომ  პაციენტების გაწერის შემდეგ, საავადმყოფოში 20 ადგილი განთავისუფლდება.

სწავლა პირველ აპრილამდე გადაიდო

რა გადაწყვეტილებები მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ?

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა გუშინ, 10 მარტს მიღებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“გუშინ საღამოს შემოიყვანეს 10 პაციენტი, აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, დღეს ამ პაციენტებს გადაიყვანენ ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისთვის. მათ ტესტირება არ ჩატარებიათ, ისინი პირდაპირ ჩვენთან მოიყვანეს. ამ პაციენტებს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდათ – ზოგს ხველა, ზოგს – ყელის ტკივილი, თუმცა მდგომაროება საგანგაშო არ არის. დანარჩენი 3 პაციენტი გადმოყვანილია ინფექციური საავადმყოფოდან, მას შემდეგ, რაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ისინი დარჩებიან ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ. ასევე რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აიღო პასუხისმგებლობა იმ 39 მოქალაქეზე, რომელიც გუშინ იტალიიდან ჩამოიყვანეს და სასტუმროში განათავსეს. სამედიცინო უზრუნველყოფა, დაკვირვება განხორციელდება ჩვენი ექიმებისა და ექთნების მიერ. ისინი არ არიან მაღალი ჯგუფის რისკის პაცინეტები. მათ არ აღენიშნებათ ცხელება, უბრალოდ ორი კვირა მოუწევთ კარანტინში ყოფნა”, – აცხადებს ლევან გოფოძე.

კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, კვების ობიექტებს რჩევებს აძლევენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g