LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორკვირიანი კარანტინი საჩხერეში – ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

1403
BeFunky-collage

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. გვიან ღამით მათ აეროპორტში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდათ.

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქე ბრუნდება – სად იქნებიან ისინი ორი კვირის განმავლობაში

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქიდან საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია, მოქალაქეებმა ორი კვირა კარანტინში მაინც უნდა გაატარონ.

“ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა,ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/videos/1254742681382298/?__xts__[0]=68.ARBvpOTY9KTAPNKek3m7ChvIMe-AIBGpzC_9_Fo7rlysrFMWOZOKW6PI3QKnvIWhqGBQ9if7_pBIf9L6D7rQ9XQp-OEBdo4lmdOoxlWeL6mZ609qrm5e381z-rN03MOrTHdONWiUZWAVR2T-poJ0dVOyxpTJqQ5P_ge018ZQz17BMR_tRz2kBnyBYN0IJa-zCigajPLBRbTvlkBoZLfVlKrtw091mU7FkvgxwbHopx2lhxuZhSGR4eGvA64PxsFX9f6almB9pU39YfcN0J_DYvJxauwY9O4A5PO_e9-dB8ZLVCrA4wvgiG18AAcMeXeXCa66RTXWLX9ETEIawXjLKxSAH6xhiuYh0K8&__tn__=-R

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე ახალ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

ილია მეორე კორონავირუსზე: შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც სახელმწიფომ შესაბამისი პროცედურები უზრუნველყო.

 

mazda magti 5g