LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ვერ ლაპარაკობს, სრული კოლაფსი აქვს, შოკირებულია…წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი – დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

3128
628a73eafbbf066ffae6056829eb7f65

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ამის შესახებ ძიუდოისტის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი “მერსედესს” მართავდა და შემთხვევის ადგილზე იმიტომ იმყოფებოდა, რომ მცხეთიდან კლასელების წამოყვანა სთხოვეს:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს

“ბრალის ფორმულირება უცნაურია, ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, რადგან ეს ბრალი რეალობასთან შეუთავსებელია. ყველა მოწმე ცალსახად ამბობს, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ხელი არ დაუკარებია არავისთვის და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს არავის მიმართ, ეს ყველაფერი საქმეში მტკიცებულების სახით არის. 128 გბ-ია ვიდეომასალა, ფაქტობრივად, 80-90% გადაღებულია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის, ყველა არეალში ხვდებოდა კამერის ქვეშ. არსად მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს მიუახლოვდა, ისიც არ არსებობს. აბსოლუტურად ყველგან განცალკევებით დგას და არ მოქმედებს. ბრალი უმოქმედობაში რომ დაედოთ, ვიღაც რომ ჩხუბობდა, შენ რატომ არ უშველეო, ამას უფრო გავიგებდი, ვიდრე ამ მუხლს, რომლითაც ბრალი წაუყენეს…

“შაქარაშვილის სურათი, რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენ გამო როგორ მოკვდაო”- ერთ-ერთი დაკავებულის მამა საქმეში შვილის მონაწილეობის შესახებ ყვება

“ვერცხლისფერი “მერსედესის” მარკის ავტომობილის საჭესთან იჯდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას მცხეთიდან თანაკლასელების ჩამოყვანა სთხოვეს და ამ მოტივით ჩაიყვანეს იქ და მერე უკვე შეეჩეხა ამ კონფლიქტურ სიტუაციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე არ იმყოფებოდა, მას ჯერ დაურეკეს და მერე “ნახალოვკაში” თავისივე თანაკლასელებმა და კიდევ უცნობებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ მათი მეგობრები მცხეთიდან იყვნენ ჩამოსაყვანი. იქ მოსულს დაძაბულობა დახვდა, ეს მანქანიდან გადმოვიდა და არსებული სიტუაციიდან 10-15 მეტრში იდგა. ის მხოლოდ ხიდის ეპიზოდს შეესწრო. ე.წ. ოქროს მოწმემ ამოცნობისას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე თქვა, ეს ის ბიჭია, რომელიც მანქანიდან პირველი გადმოვიდა და გვერდით დადგა, არანაირი შეხება მას არ ჰქონია ჩვენთან, არც მოგვკარებიაო. ყველაზე უცნაური იცით რა არის? ამ სისხლის სამართლის საქმით იმის მცდელობა კი არ არის, გაარკვიონ გიორგი შაქარაშვილს რა მოუვიდა. სინამდვილეში, ამ სისხლის სამართლის საქმით ისჯება 17 აბსოლუტურად სხვა ადამიანი და შაქარაშვილის ცემა ცალკე გამდგარია. ჩემი დაცვის ქვეს მყოფი პირველივე წუთიდან პოლიციას მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით, მისი ჩვენებებით და ინფორმაციით მოეფინა ამ ყველაფერს სინათლე. რადგან ბრალს არ აღიარებს, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს”,-განაცხადა გიორგი ყიფშიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

“მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ ხუთი კაცი…ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო”- გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ვინაობა ცნობილია

მანვე აღნიშნა, რომ დაკავებული ძიუდოისტი ცუდ მდომარეობაშია:

“გაოგნებული ვიყავი რომ შევხვდი, ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ ლაპარაკობს, სრული კოლაფსი აქვს, ცუდადაა, შოკირებულია, რომ დააკავეს. მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი. ამომცნობმა მოწმემაც თქვა, ესენი რომ მოვიდნენ, გიორგი შაქარაშვილი ჩვენთან ერთად არ იყოო”, – აცხადებს ყიფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები