გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაკეთდება.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ოქროს მოწმის, გური ამირხანაშვილის გამოკითხვის პროცესი გლდანის პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
როგორ ცნობილია, მან ამოიცნო ის პირები, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
„მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“,-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვები იყო მცხეთის პოლიციაშიც. იქ იმყოფებოდა გოგონა, ვის დაბადების დღესაც აღნიშნავდნენ საბედისწერო დღეს. მოწმეებს გამოძიებამ იმ ღამის ვიდეოჩანაწერები აჩვენა, რომელშიც ხიდის ეპიზოდია ნაჩვენები. ამოიცნეს თუ არა მათ კონკრეტული პირები, ჯერჯერობით, უცნობია. მათ პოლიციის განყოფილება უკომენტაროდ დატოვეს.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, გუშინ დაკრძალეს.
ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ
“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა
ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება