LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ვინაობა ცნობილია

658
დაკავება22

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­რა­ქაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17 პირს შო­რის რამ­დე­ნი­მეს ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლი გახდა.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან – შავი “ტო­ი­ო­ტა ქამ­რის” მძღო­ლი და მისი მგზავ­რი – მო­რაგ­ბე­ე­ბი არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე.

და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტის ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის “ა” პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულს – თა­ვი­სუფლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ვინ არიან სპორტსმენები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებენ

“ჩემი შვილი ამბობს, აივანზე ვიდექი, რომ გამოვედი, ვიღაცამ კედელზე მიმახეთქაო” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა

ვიდეო: „ეს ოქროს ბიჭი დავკარგეთ“: შაქარაშვილის თამაშის კადრები – „საბურთალოს“ დამშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები