საქართველოში ამ დროის მონაცემებით “კოვიდ-19”-ის 79 დადასტურებული შემთხვევაა. ჯანდაცვის მინისტრ ეკა ტიკარაძის განმარტებით, პაციენტებს შორის ყველაზე საყურადღებო ორსული ქალის მდგომარეობაა. მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა მარნეულელი 62 წლის პაციენტის კონტაქტები და სწორედ მათ შორის აღმოჩნდა ინფიცირებული ორსული ქალი ბოლნისიდან.

ბოლნისში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჩვენ გვაქვს 79 დადასტურებული შემთხვევა. ორსული ქალი არის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. მიზნობრივი გამოკვლევები მიმართულია ამ ქალბატონის ახლო ნათესავებზე. აღნიშნული კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს ამ შემთხვევაში “კოვიდ-19″-ის ფაქტი. ორსული ქალი გადმოყვანილია თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და მის ჯანმრთელობაზე ექიმები ზრუნავენ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05