სოციალური ქსელის მომხმარებელი მამუკა კუდავა საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც კუდავა წერს, ექიმი, რომელმაც ის მინიმუმ დახეიბრებას გადაარჩინა და სიცოცხლე შეუნარჩუნა, ახალგორის მხარეს მყოფ პაციენტების გადასარჩენად ადრეც გადასულა რუსების მიერ კონტროლირებულ მხარეს.
გთავაზობთ მის პოსტს:
,,ვაჟა გაფრინდაშვილი ჩემი ექიმია. ორ სხვა ტრამვატოლოგ ექიმთან ერთად მან გამიკეთა ოპერაცია, რომელმაც გადამარჩინა მინიმუმ დახეიბრებას და შესაძლოა სიცოცხლეც კი შემინარჩუნა.
და რაც მთავარია, ვაჟა გმირია, თანამედროვე ცოტნე დადიანია.
ერთ მზიან შაბათს, 9 ნოემბერს, თბილისში ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, ჩაისვა მისი კოლეგები – გორში მივდივართ პაციენტთანო. საოკუპაციო ხაზთან მისვლისას მანქანის გასაღები დაუტოვა კოლეგებს, თბილისში დაბრუნდითო. და დიახ, განზრახ დაარღვია ოკუპანტთა მიერ წოდებული „საზღვარი“ და ფეხით გადავიდა რუსების მიერ კონტროლირებულ მხარეს.
რა თქმა უნდა, ვაჟამ კარგად იცოდა, რომ ახალგორის მხარეს მყოფ პაციენტთან მას არავინ მიუშვებდა. არც ის ახალგორელი პაციენტი ელოდა ვინმე ექიმს. ისიც კარგად ესმოდა, რომ ციხეში ამოყოფდა თავს. ჰა, რავარია განზრახულად ჩაჯდე ცხინვალის ციხეში? თან როცა ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევები არსებობს, ვაჟას ჯვარი ეწეროს. მაგრამ ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია.
დავით გადელია: არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო, აფერუმ ძმაო შენ კაცობას
მისი შემდგომი ქცევაც გმირის ტოლფასია. ჯერ მთარგმნელი მოითხოვა – ჩემს ქვეყანაში სამართალწარმოების ენა ქართულიაო. შემდეგ უარი განაცხადა ეღიარებინა ე.წ. ადგილობრივი კანონის ბრალდება „საზღვრის გადაკვეთის შესახებ“ – საზღვარი როკის გვირაბთანააო. ამიტომაც 2 თვე წინასწარი მიუსაჯეს, თორემ აღიარების შემთხვევაში ის უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.
ვაჟამ აღნიშნული ქმედებით ჩემი, შენი და ყველას საქმე გააკეთა. ის სიმამაცის, სამოქალაქო გამბედაობისა და ოკუპანტთან დაუმორჩილებლობის მაგალითს იძლევა შეგნებულად. პლუს, ნუგეშს აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ და ცდილობს აიძულოს ყველა, რომ ჰუმანურად მოექცნენ პაციენტებს თუ დაზარალებულებს იქ. ამის მისაღწევად კი ის გათვითცნობიერებულად საფრთხეში აყენებს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ პოტენციურად სიცოცხლესაც კი. აბა მეტი რა არის გმირობა?
,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს
მისმა მეგობრებმა ჩართეს საერთაშორისო სამთავრობო თუ პროფესიული არხები, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტი, წითელი ჯვარი და ექიმთა ასოციაციები. ღმერთმა ქნას ის მალე და საღსალამათი გათავისუფლდეს.”
ბოლო დღეების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საგანგებოდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც.
პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
უკვე ერთი კვირაა ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების ტყვეობაშია. დე ფაქტო რეჟიმმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ე.წ სასამართლომ კი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დავით გადელია: არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან "დანაშაული" იყო, აფერუმ ძმაო შენ კაცობას
,,ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია!! ..."