LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

121
BeFunky-collage (6)

დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა –  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანომ საკითხი საგანგებო პლენარულ სხდომაზე განიხილა და კენჭი უყარა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 115 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეგისტრაცია სულ 120-მა დეპუტატმა გაიარა.

პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირა ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ. გამონაკლისის სახით ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტის რეჟიმი დაარღვიეს.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს დღეს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ გამოსცემს დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე - რა წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში

პრეზიდენტმა "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ" დეკრეტი გამოსცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები