LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: რაც დონბასში ხდება, საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია

140
დმიტრი პესკოვი

„ის, რაც დონბასში ხდება, საგანგაშოა და პოტენციურად ძალიან საშიში“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დონბასში არსებული ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა, სადაც მან თქვა, რომ დონბასში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ის ინფორმაციას ამერიკის დაზვერვის 17 სხვადასხვა სამსახურიდან იღებს.

"შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ კიდევ არსებობს" - ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი აცხადებენ, რომ რუსეთმა დეესკალაციისკენ რეალური ნაბიჯი უნდა გადადგას

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვრებთან რუსულ დანაყოფებს კიდევ 7 000 ჯარისკაცი შეემატა. 

„დიახ, ამერიკას დაზვერვის სამსახური ბევრი აქვს. რუსეთში, პრეზიდენტსაც კარგად აქვს საქმე ამ მიმართულებით. ჩვენ ამდენი არ გვყავს, მაგრამ არანაკლებ ეფექტურები არიან“, – განაცხადა პესკოვმა.

ამავე თემაზე:

17 თებერვალს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა – უკრაინული მედია

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი დაბომბეს – მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა

ვიდეო: დონბასში „ბოევიკებმა“ ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა – უკრაინული მედია

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას: ჯოზეფ ბორელი

ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა: ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g