LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი ზელენსკის ხერსონში ჩასვლაზე: „თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია“

73
პესკოვი და ზელენსკი

რუსული მედიის ცნობით, კრემლმა ვოლოდიმირ ზელენსკის განთავისუფლებულ ხერსონში ჩასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მოკლე განაცხადი მაინც გააკეთა და თქვა:

„ჩვენ მას კომენტარის გარეშე ვტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.“ – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რუსებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა. ფოტო და ვიდეო მასალა ქალაქიდან მოგვიანებით თავად ზელენსკიმ გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g