LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიკის საათებში გლდანის მეტროში ჩასვლა კატასტროფაა.. ეს რომ გაკეთებულიყო, რა ჭყლეტვაცაა, განახევრდებოდა – რა მოხდა? მეტროს დააშენეს კორპუსები“ – ალეკო ელისაშვილი 

204
ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ კი, მეტროსადგურებში შექმნილ საცობებსა და პრობლემებზე ისაუბრა და გამოქვეყნებულ ვიდეოში, მისი აღმოფხვრის გზებზე დედაქალაქის მერიას რჩევით მიმართა:

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით რთული ვითარება საბურთალოს ხაზზე, გადასასვლელსა და გლდანში, ახმეტელის თეატრის მეტროსადგურებშია:

„განსაკუთრებით პიკის საათებში გლდანის მეტროში ჩასვლა კატასტროფაა. შეიძლებოდა, რომ ეს პრობლემა არ ყოფილიყო და წლების წინ გადაჭრილი. როგორ? როცა საკრებულოში ვმუშაობდი, ორგანიზაცია ურბანულ ლაბორატორიასთან ერთად, კვლევა ჩავატარეთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს მეტროს იმისთვის, რომ უფრო კომფორტული გახდეს.

ერთ-ერთი გახლავთ მეორე ამოსასვლელი – საბჭოთა დროიდან მოყოლებული დარჩენილია გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი, უკვე ამოთხრილია. ასევე, მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელი.

ეს კვლევა გაგზავნილი მაქვს ნარმანიას მერობის დროსაც და კალაძისთვისაც, თუმცა ყური არავინ შეიბერტყა. 5 წელია კალაძე მერია და პირველად ახლა ახსენა მეორე ამოსასვლელები.

თქვა, რომ დაპროექტებულია, არა ჩემო ბატონო, დაპროექტებული კი არა, უკვე გაყვანილია, უშველებელი შახტაა. ყველა ბედოვლათმა მერმა, ნარმანიას და უგულავას ჩათვლითაა სამშენებლო ნებართვები გაცემული და რა მოხდა? მეტროს დააშენეს კორპუსები.

წარმოიდგინეთ, ეს რომ გაკეთებულიყო, რა ჭყლეტვაცაა დღეს გლდანის მეტროში, მინიმუმ განახევრდებოდა. უზარმაზარი გვირაბია ამოყვანილი, მოპირკეთება სჭირდებოდა და აქედან მთელი მუხიანის და თემქის მცხოვრებლები ამოვიდოდნენ.

ახლა ხომ გაიღვიძა მერიამ და მიხვდა, რომ მეტროს ყურადღება სჭირდება, ჰოდა, ეს ამბავი დასასრულებელია: ახმეტელის თეატრის მეორე ამოსასვლელი, ვაზისუბნის მეტროს დასრულება და მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი.“– ამბობს ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

 

 

 

 

პოპულალურები