LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირველადი დასკვნა გვაქვს, მაგრამ საჭიროა კომპლექსური ექსპერტიზა“ – 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბავშვის დედას და ადვოკატებს ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ

231
ფორტუნა - 2023-04-28T165336.683

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.

როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ისინი კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g