LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი მულტიფუნქციური, რეგიონული ჰაბი ფოთში გაიხსნება – “ბლოკ ჯგუფი” რეგიონებში საგანმანათლებლო სივრცეებს ქმნის

1538
275518862_524749392630584_9031521377667965380_n

საინვესტიციო ჰოლდინგ, “ბლოკ ჯგუფის” მმართველმა პარტნიორმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “ბიზნესკურიერი” იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რასაც ჰოლდინგი ახორციელებს.

ერთ-ერთი მათგანი კი რეგიონული ჰაბი, სახელწოდებით “რეფორმერის აკადემიაა”.

როგორც თორნიკე ჯანაშვილმა აღნიშნა, პირველი აკადემია 2 თვეში, ფოთში გაიხსნება.

“დავიწყეთ რეგიონული ჰაბების მშენებლობა, რომელსაც „რეფორმერის აკადემია“ ჰქვია.

პირველი აკადემია დაახლოებით 2 თვეში ქალაქ ფოთში გაიხსნება.

ეს არის ერთგვარი მულტიფუნქციური სივრცე, როგორც გარე, ისე შიდა სივრცე და ეს სხვადასხვა ტრენინგებისთვის იქნება გამოყენებული.

ჩვენ ამ სივრცეებს ვთავაზობთ სხვადასხვა არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რათა ეს სივრცე გამოიყენონ,” – აღნიშნა თორნიკე ჯანაშვილმა.

“გვსურს, ადგილობრივი კადრები ისე მოვამზადოთ, რომ მასპინძლობის სექტორში უცხოელი თანამშრომლების ჩამოყვანა არ გიწევდეს” – თორნიკე ჯანაშვილი „ვატელის“ პროექტზე, რომელიც საქართველოშიც განხორციელდება

“ჩვენი ფრანგი პარტნიორები ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებას უზრუნველყოფენ, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ევროზე მეტი იქნება” – თორნიკე ჯანაშვილი საქართველოში ფრანგული აიტი სკოლის შესახებ

“ყველა ნომერი ქართველი მხატვრების მოხატულია, შენობის ფასადი ყოველ ღამე შეიცვლება” – მაისში „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი” იხსნება

უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას ვგეგმავთ – რა სფეროებში ოპერირებს “ბლოკ ჯგუფი” / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები