ეთერ ლიპარტელიანი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.
ქართველი სპორტსმენი ტურნირზე საკუთარ წონაში პირველ ნომრად იყო განთესილი.
შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობს – ის 12 სექტემბერს გახდა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი.
დღეს კი, ამ წარმატებას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიამატა.
https://www.facebook.com/JudoDiaries/videos/509207559899967/?v=509207559899967