LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ვიქნები თუ ბოლო მნიშვნელობა არ აქვს – გახარია საარჩევნო სიაზე

79
BeFunky-collage (6)

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია ” ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ათეული ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რაც შეეხება კითხვას, რომელი ნომერი იქნება თავად, გახარია პასუხობს, რომ მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

“ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, რომ ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – აცხადებს გახარია.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით,არჩევნების თარიღის ცვლილების საფუძველი არ არსებობს.

“არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ”, – განაცხადა პრემიერმა.

30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე

პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები