LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე სამი პირი დააკავა

83
publika.ge-policia-1

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ჯერ ორი პირი, მოგვიანებით კი კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.”- აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს გუშინ დაესხნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები