მოძრაობა “სირცხვილიას” პარლამენტის წინ სცენის დადგმის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სირცხვილია Facebook-ზე ავრცელებს.
“სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან. ჯერ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს გვინდოდა, გზას არ კეტავდა. პოლიციამ უარი თქვა – პარლამენტის მხარეს გადადითო. გადავედით და 2 წუთში აღმოჩნდა, რომ არც აქ შეიძლება სცენის დადგმა. პარლამენტის წინ ვართ და გელოდებით! სცენა უნდა დაიდგას!”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით მოძრაობა “სირცხვილია” 17 საათზე აქცია-მსვლელობის გამართვას გეგმავს, 21:00 საათზე კი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი შედგება.
კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით, 3 აპრილს აქცია-მსვლელობა გაიმართება