მეგი გოგიტიძისა და დათო კენჭიაშვილის კონცერტების გაუქმების შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, „ვლადიკავკაზში ქართველი მომღერლების, დათო კენჭიაშვილისა და მეგი გოგიტიძის კონცერტები გაუქმდა. ამის თაობაზე განცხადება ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატმა სოსლან დიდაროვმა გააკეთა. კონცერტები 16 და 25 აგვისტოს რესტორან „თორნეში“ უნდა გამართულიყო. კონცერტებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ქართველი არტისტების დაგეგმილ ღონისძიებებს ნეგატიურად გამოეხმაურნენ სოციალურ ქსელში, ასევე სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკოსებიც, კონკრეტულად კი ოპოზიციური პარტია „ედინაია ოსეტია“.
„განსაკუთრებულად დამცინავია, რომ ეს კონცერტები გაიმართება სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის მე-15 წლისთავზე, 2008 წლის ომმა ასობით მცხოვრებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების სიცოცხლე შეიწირა. აგვისტო სამხრეთ ოსეთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება შავ ლაქად“, აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მარტში მეგი გოგიტიძემ რუსული ტურნეს ფარგლებში, ორი კონცერტი გამართა ჩრდილოეთ ოსეთში. ბევრმა მცხოვრებმა ჩრდილოეთ ოსეთში გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ რესტორან „თორნეში“ საქართველოს დროშა აფრიალდა, ხოლო ახალგაზრდები ქართულად ჰყვებოდნენ მეგი გოგიტიძის სიმღერებს“.
ვიდეო: მეგი გოტიტიძე რუსეთში კონცერტებს საქართველოს დროშის ფონზე მართავს
მეგი გოგიტიძე რუსეთში კონცერტს აანონსებს: „17 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში…“