LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში საერთაშორისო გამოფენაზე 22 ქართული ღვინო წარადგინეს

382
232474732

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარზე, პოლონეთში, მარკეტინგული აქტივობები 2012 წლიდან დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება პოლონეთში მთელი წლის განმავლობაში ტარდება.

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო გამოფენაში Ferment (Warsaw Wine Experience 2019), ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო პოლონეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და შესაბამისად, გამოფენაზე მოსული სტუმრების მხრიდან ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით დაინტერესება დიდი იყო.
გამოფენას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.
ადრე ქართული ღვინოებიდან ყველაზე პოპულარული წითელი ნახევრად ტკბილი და წთელი ტკბილი ღვინოები იყო, თუმცა, პოლონეთში ბოლო წლებში ტენდენცია შეიცვალა და ქართული თეთრი მშრალი ღვინით სულ უფრო მეტი დაინტერესებაა.

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. ზრდის ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები