LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინო წარადგინეს

115
ქართული ღვინო

ქალაქ ვერონაში გამოფენები Vinitaly  და Orange Wine Festival გაიმართა, რომლებშიც ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა.

Vinitaly ქ. ვერონაში 1967 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენაა. წელს მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა.

ქარვისფერი ღვინოების გამოფენა – Orange Wine Festival წლის განმავლობაში რამდენჯერმე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყნიდან 87 მარანი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები