LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოსტ ფაქტუმის” წამყვანი სუს -ში დაიბარეს – მივა თუ არა გაბუნია უწყებაში

126
akhaskh-5b0aea66e18c8

გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს. უწყება “პოსტ ფაქტუმის” წამყვანს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. ჯერ უცნობია მივა თუ არა გაბუნია სახელწმიფო უსაფრთოების სამსახურში.

გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას მსგავსად სასამართლოში, მაგისტრი მოსმართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვოს.

“გავივლი ადვოკატებთან კონსულტაციას და დიდი ალბათობით მოვიქცევი ისე, როგორც აკეთებს ნიკა გვარამია. მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და სუს-იც ამაში იყო ჩართული, უნდობლობა გვაქვს იმ გამოძიებების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მით უმეტეს, როდესაც ოდნავ მაინც პოლიტიკური ელფერი აქვს გამოძიებას, მით უმეტეს, როცა მთავარ არხს ან ნიკა გვარამიას ეხება, უკვე ძალიან რთულია 100-პროცენტიან ნდობაზე ისაუბრო”, — განაცხადა გაბუნიამ “ტვ პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლაზე უარს ამბობს ნიკა გვარამია, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან უახლოეს დღეებში დაიკითხება.

ვერსიები ბურუსით მოცული საქმის გარშემო: რატომ იმყოფებოდა პანკისის ხეობაში ბოკოვი, რომელიც გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა

უნდა დადგინდეს დამკვეთი: მოითხოვს თუ არა საქართველო რამზან კადიროვის დაკითხვას – რა უნდა ქნას გაბუნიამ და რა ქვეყანამ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები