LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც, მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა” – შალვა ნათელაშვილი

84
1547628514

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები არ შეიცვლება.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია თუ გათავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მიეწეროს ხელი.

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა აღნიშნა, “პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მოუწიოს გამოსვლა”.

“ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში” – გიორგი ვაშაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

“როგორც ხედავთ, უაღრესად მწვავე და დაძაბული ქართული შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციითაა გამოწვეული, უკვე გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად. დღეს გრძელდება ევროპის კავშირის შუამავლობით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ, ორ-სამ ქვეყანაში გავდივართ დედამიწის მასშტაბით, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შუამავალი სჭირდება და ისე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს არის ალბათ, სიარია, ერაყი, ავღანეთი და საქართველო. აი, სადამდე მიიყვანა სულის დიდვაჭარმა ჩვენი ლამაზი და აყვავებული სამშობლო. მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მიეწეროს ხელი. ასევე, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში. გარდა ამისა, ივანიშვილის პირადი სანქცირების გარეშე, მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე. ეს არის მწარე რეალობა. ამიტომ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი – სანქციების ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება ჩვენი ხალხის ოჯახებში და ქვეყნის ბიუჯეტში. “ქართული ოცნება” ან ნებით დათმობს, ან ამას დაათმობინებენ. მე არ მაწუხებს რაიმე გადაჭარბებული ილუზიები, რომ დღეს, ხვალ და თუნდაც 16-მდე ყველაფერი გადაწყდება და გაირკვევა. ალბათ, მოლაპარაკებები და რქაგრეხილობა გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა, რის შემდეგაც ოლიგარქი გამოაცხადებს კაპიტულაციას”,- განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g