LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრა სთხოვა: “ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში”

45
ირაკლი ღარიბაშვილი

“მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ ალი უზდენოვს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში არავითარი გაგრძელება არ მოჰყოლია და მსგავსი სპეკულაციები მიუღებელია:

“რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს.

მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული. ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი: არ მსურს ამ თემაზე საუბარი, ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელია

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, არ დაუშვას არცერთი ფიზიკური და იურიდიული პირის არალეგალური საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, არასანქცირებულ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერირიაზე. ჩვენ არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ მივცემთ საშუალებას რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენ პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება და მე მინდა ყოველგვარი სპეკულაცია ამ საკითხზე დასრულდეს, “- თქვა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები