LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ფარულ მიყურადებაზე: სააკაშვილმა აგვისტოში თქვა, რომ ძალიან მძიმე პროვოკაცია იქნება – ეს კამპანია მხოლოდ ერთ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება

82
ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებული მასალები არჩევნებისთვის არის შექმნილი და მთელი ეს აჟიოტაჟი ქვეყანას აზიანებს.

ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – აზიანებს თუ არა ქვეყნის იმიჯს სავარაუდოდ სუს-ის არქივიდან

პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, მთელი ეს ქაოსი და ალიაქოთი საქართველოს დააზიანებს, ამიტომ უნდა დადგინდეს, თუ ვინ ვის უსმენდა და საერთოდ იყო თუ არა მოსმენებისა და მიყურადების ფაქტები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრ ადამიანს და ქვეყანას აქვს ამის მოსმენის საშუალება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაირკვეს. მისი თქმით, სუსი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოიძიებს.

„მინდა გითხრათ, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. კარგად გვესმის, რომ ეს მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის და მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება.

კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ, რადგან თუ ქვეყანა გადარდებს, ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები არ უნდა დააზიანო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს ტყუილ-მართალი არეული იმიტომ არის, რომ სიმართლის გამოტანა ძნელი იყოს. ღარიბაშვილმა ამ თემაზე საუბრისას კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაიხსენა და თქვა, რომ მთელი ეს პროვოკაცია მას წინასწარ, ჯერ კიდევ აგვისტოში ჰქონდა დაანონსებული.

„მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ მთელი ამ ფაბრიკაციისა და ფალსიფიკაციის უკან დგას, ხომ ფაქტია? რაზეა საუბარი? სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან მძიმე პროვოკაცია იქნება. ალბათ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, თავი ვერ შეიკავა და წინასწარ დააანონსა.

არ გინახავთ ეს კადრები? აგვისტოში გამოვიდა და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მას აქვს გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული იმიტომ არის, რომ ძნელი იყოს სიმართლის გამოტანა.

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღესაც აქტიური მომხმარებელია: ღარიბაშვილი

მითუმეტეს, ათასობით ფაილის ავთენტურობის შესწავლას დრო სჭირდება. ამ უბადრუკ ოპოზიციას ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა. მათ იციან, რომ ყველგან მარცხდებიან და ეს პრიმიტიული, თუმცა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მძიმე პროვოკაცია მოიგონეს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, სუს-ის საიდუმლო სამსახური სახელმწიფოს იმიტომ ჰყავს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ლეგიტიმურ კანონიერ მოსმენებს ახდენს და ეს ყველასთვის ცხადია.

„მთელი მსოფლიო ასე იმართება. აქედან რა არის კანონიერი და რა არა, ამას ვერ გეტყვით, რადგან ტყუილ-მართალი ერთმანეთში აღრეულია. ამას დახარისხება, შესწავლა და დრო სჭირდება.

ვინაიდან იციან, რომ ამას ვერცერთი ექსპერტიზა ორ კვირაში ვერ მოასწრებს, სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ წინასაარჩევნოდ ეს გამოეტანათ და საზოგადოებაში შფოთვა შემოეტანათ.

ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა და ამას ხედავენ. მინდა ვუთხრა, რომ მთავრობა და ეკლესია ვართ ერთიანი, გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამას პროვოკაცია ვერ დააზიანებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პოპულალურები