LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღესაც აქტიური მომხმარებელია: ღარიბაშვილი

174
გარიბ

საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის  მერობის კანდიდატების მიერ  ნარკოტესტის ჩაბარების სკანდალთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე: კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩაბარებაზე გამოიწვია მერობის კანდიდატები. მაშინ ნიკა მელიამ თქვა, რომ თანახმა იყო, რომ გაეკეთებინა ნარკოტესტი, თუმცა მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ ენდობოდა ქართულ ბიუროებს და საზღვარგარეთ  ჩააბარებდა ნარკოტესტს, ნიკა მელიამაც უარი თქვა.

რატომ გააკეთა ეს“? – პრემიერი პასუხობს: ეს შეიძლება მოინათლოს, როგორც „პოლიტიკური სოლიდარობა“.

„შეიძლება ამას დავარქვათ პოლიტიკური სოლიდარობა, რომელიც ნიკა მელიამ თავის გადამრჩენეს გამოუცხადა.

ეს საქციელი ალბათ  შეიძლება ასეც მოინათლოს. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს, თუ ადამიანი მართლაც არაფერს მალავ, რა პრობლემაა ნარკოტესტის ჩაბარების?  ეს ძალიან ელემენტარულია და მე ვფიქრობ, ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებაა, ვისაც პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვის.

ჩვენ არაერთი ნარკომანი მმართველი გვინახავს, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღესაც არის აქტიური მომხმარებელი ნარკოტიკული საშუალებების და მისი ლაივჩართვები ამის დამადასტურებელია. იმისდამიხევით, რა დოზას მოიხმარს, ხან უმატებს ტონს, ხან უკლებს და ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. 

გაუგებარია გახარიას ეს რეაქცია. თუმცა მესმის სოლიდარობის, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოცხადებული მელიას მხრიდან და სხვების მხრიდან. ესსოლიდარობა,  რა თქმა უნდა, კითხვებს წარმოშობს“. – აცხადებს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები