LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას”

135
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქედს იხრის მისი ხსოვნის წინაშე და სწორედ ასეთი გმირები ქმნიან დიდ ისტორიას.

“დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა.

სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას. 23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკელობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – წერს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები