„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „გზავნილი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ“.
მისივე თქმით, „პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს“.
„როცა ასე უყურებ საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გერმანიის კანცლერმა დაიბაროს და შემდეგ წამმზომი ჩაურთოს და ა.შ., ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიებით, „ენჯეოებით“ და ტელევიზიებით არის უცხოური აგენტურა. უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრემიერს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს“, – აცხადებს კობახიძე.