LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ახალი გზავნილები, რაც მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ყველა პარტნიორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებთან

145
ოუ7ო78

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ახალი გზავნილები წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან.

მისივე განცხადებით, „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას”.

„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g