LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო“ – სალომე ზურაბიშვილის ძმა

368
BeFunky-collage (1)

თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა, – ამის შესახებ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ოთარ ზურაბიშვილის თქმით, თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრეზიდენტისთვის ტრიბუნის არ დათმობა ევროპული პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო.

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

„არ დავივიწყოთ, რა მოხდა ამ გასული წლის მანძილზე. ყველა ვართ ამის მოწმე ვინ იყო ევროპის გზაზე, ვინ არ იყო ევროპის გზაზე და ვინ ცდილობდა საქართველოს შეჩერებას ამ გზაზე. ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ უცნაური ფოკუსია, არის თავისუფალი დაფა, რომელზეც არაფერი აღარ წერია. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ დავწერეთ ამ დაფაზე და დღეს ერთბაშად იშლება. აღარ გვახსოვს არც რუსული კანონი, არც ახალგაზრდების გამოსვლა. თუ დღეს აქ ვართ, მთავარი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, საზოგადოებამ და პრეზიდენტის ინსტიტუტმა. პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება. თუ კარგად წავიკითხეთ, რა წერია რეკომენდაციებში, უნდა იყოს გამაგრებული ინსტიტუტი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

„დიდი ზეიმია და ძალიან მიხარია, რომ ყველა აქ დგას ერთად“ – პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა

ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის მისალმებით დაიწყო: „ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები