LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას

176
ხატია დეკანოიძე

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.

როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეკანოიძემ აღნიშნა, მას რამდენიმე საათის წინ, ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა.

დეკანოიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს საზოგადოებას, მხოლოდ ოპოზიციის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილად არ დარჩება.

დღეს, პარლამენტში პარტია „ლელო საქართველოსთვის” ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა, სხვა ქვეყნების მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს.