LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”პრეზიდენტმა პარტიული დავალება შეასრულა” – უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამნისტიის შესახებ

102
dfghjk

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოძრაობამ ”შემახე ამნისტია” საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზატორები უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე და იმ პატიმრების მშობლები არიან, რომლებსაც ამნისტია არ შეეხო.

კონკრეტული გზავნილების და სხვა დეტალების შესახებ ”ფორტუნა” ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.

”ჩვენი მთავარი ამოცანაა სალომე ზურაბიშვილმა გაიგოს, რომ ის ხალხის პრეზიდენტი არ არის. ფაქტიურად, მან პარტიული დავალება შეასრულა და არა ხალხის მოთხოვნა. მას 72 საათიანი ვადა ჰქონდა და შეეძლო, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლებით ესარგებლა, მაგრამ არც განუხილავს თუ რა ეწერა იქ და გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო”. – აცხადებს ჩვენთან საუბარში უფლებადამცველი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს სამართლებრივი ბერკეტი ჰქონდა. შეეძლო ვეტო დაედო და საკუთარი პოზიცია გამოეთქვა, რომ ამნისტია სხვადასხვა მუხლებსაც შეხებოდა.

როგორც კობაიძე აღნიშნავს,  რომ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ, აქციები კი ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს.

”საკუთარ თავებს ჩვენ თვითონ უნდა ვუშველოთ. საკონსტიტუციო სასამართლოში ამნისტიის კანონპროექტის შეტანას ვაპირებთ იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია, არასამართლიანი და ჰუმანიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება. სხვა შემთხვევაში, მოლოდინი აღარ გვაქვს იმის, რომ რაიმე შეიცვლება. რაც შეეხება აქციებს, მომდევნო პერიოდშიც პრემანენტულად გაიმართება”. – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 000 – მდე გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, დაახლოებით 4000 – ს გადააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი ვისაც, ეს ამნისტია  შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ”ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი 11 იანვარს დამტკიცდა.

უფრო ვრცლად იხილეთ:

კანონი “ამნისტიის შესახებ” ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

 

magti 5g