ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ პრინც ჩარლზს კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა. უელსის პრინცის ტესტი COVID19-ზე დადებითი აღმოჩნდა, კამილა პარკერ-ბოულზის კი, უარყოფითი.
ამჯერად პრინცი ჩარლზი თავს კარგად გრძნობს და მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ის მკურნალობას სახლში გადის.
ინფორმაციას ამ წუთებში გამოცემა The Sun ავრცელებს.