LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა დაიანას ძმისშვილები – ტყუპები ამელია და ელიზა სპენსერები მოდურ ჩვენებაზე გამოჩნდნენ

302
spensers

ტყუპი დები, ამელია და ელიზა სპენსერები ,,მაიკლ კორსის” ჩვენების მთავარი გმირები გახდნენ. პრინცესა დაიანას ძმისშვილები, რომლებიც საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, ბრწყინავდნენ წითელ ხალიჩაზე. ამელია თეთრ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი, ხოლო ელიზა, ორიგინალურ მინი-კაბაში.

ზოგადად, დები სპენსერები იშვიათად ჩნდებიან მედიასთან. ისინი წლებია ოჯახთან ერთად სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ და იქ საკუთარი ბიზნესი აქვთ. ცოტა ხნის წინ გოგონებმა კონტრაქტი გააფორმეს Storm Model Management-თან და სავარაუდოდ, მათ მომავალში უფრო ხშირად ვნახავთ.

პრინცესა დაიანას ულამაზესი ძმისშვილები   – გოგონების იშვიათი ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები