LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი არჩი და პატარა ლილიბეთი – პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უცნობი ოჯახური კადრები

224
მეგან-მარკლი

ეკრანებზე უკვე გამოვიდა დოკუმენტური ფილმის,  „ჰარი და მეგანის“ პირველი სამი ეპიზოდი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანი ელოდა. ჩვენ ვნახეთ აქამდე უცნობი ვიდეო და ფოტო მასალა, მათ შორის წყვილის შვილები, არჩი და ლილიბეთი, რომელთა ფოტოებიც მედიისთვის მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.

პირველ ეპიზოდში მეგანი და ჰარი გაცნობის ისტორიას ჰყვებიან, ასევე იხსენებენ პირველ პაემანს, სადაც ჰარიმ საცობების გამო დაიგვიანა. ფილმში ჩანს პატარა არჩის დაბადების დღის ამსახველი ფოტოები და ლილიბეთის კადრები მამასთან ერთად. ყველაზე ემოციური კი, პატარა არჩის ფოტოა, რომელიც პრინცესა დაიანას პორტრეტთან არის გადაღებული.

„არავინ იცის, რა ხდება დახურულ კარს მიღმა“ – ახალ ვიდეოში პრინცი ჰარი ატირებული მეგან მარკლის დამშვიდებას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g