LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან გამიჯვნის გადაწყვეტილებას დედოფალი აღშფოთებით ხვდება

423
მეგან-მარკლი

სკანდალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის ვალდებულებებს ემიჯებიან, უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში სასექსის ჰერცოგსა და მის მეუღლეს კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე უპასუხეს: „მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ გვესმის მათი სურვილის, წავიდნენ სხვა გზით, მაგრამ აქ ბევრი საკითხია, რომლის მოგვარებაც დროს მოითხოვს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ინსაიდერების თქმით, ეს განცხადება დედოფალთან არ იყო შეთანხმებული. ელისაბეტმა ამის შესახებ მხოლოდ „ტვიტერში“ გავრცელებული განცხადების შემდეგ გაიგო და ის აღშფოთებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ოჯახისგან გამიჯვნა გადაწყვიტეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები