LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროფესიული განათლება ეს არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ” – პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმზე 85 კომპანია 1000 ადამიანს სთავაზობს სამსახურს

106
დასაქმება

სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი“ მიმდინარეობს.

ფორუმზე მოწვეულები არიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები, ასევე კოლეჯების პარტნიორი და არაპარტნიორი კერძო კომპანიები.

„ბილტმორში“ მიმდინარე დასაქმების ფორუმზე „ფორტუნას“ კერძო კოლეჯების ასოციაციის გამგეობის წევრს, გოგა ბერაიას ესაუბრა. 

„პროფესიული განათლების ფორუმი საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს 85 კომპანიას 1000-ზე მეტი ვაკანსია აქვთ წარმოდგენილი. უამრავი კურსდამთავრებული ეძებს სამუშაოს და მიმდინარე პროცესში ვაკვირდებით, რომ ძალიან ბევრი კონტრაქტი გაფორმდა.

ღონისძიება ემსახურება 2 მიზანს:

პირველი მიზანია,  პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

მეორე მიზანია – დასაქმება, რაც დღეს მიმდინარეობს. ნებისმიერ დასაქმების მსურველს ვთხოვ, მოვიდეს დღეს „ბილტმორში“ 16:00 საათამდე“. – ამბობს გოგა ბერაია.

კითხვაზე. რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა, გოგა ბერაია პასუხობს:

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ არ დაკარგონ ასეთი შანსი კვალიფიცირებულმა კურსდამთავრებულებმა, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა-განათლება და მოძებნონ შესაბამისი ვაკანტური ადგილები და გაესაუბრონ დამსაქმებლებს.

ასევე მინდა, რეკომენდაცია მივცე ახალ თაობას: 22 აგვისტომდე მიმდინარეობს საქართველოს ყველა კოლეჯში ონლაინ რეჟიმში რეგისტრაცია. ყველას ვთხოვ, გაითვალისწინონ და ჩაერთონ ამ პროცესში.

მონახონ შესაბამისი კოლეჯი, შესაბამისი პროფესია და დარეგისტრირდნენ. ამაში თავად კოლეჯებიც იღებენ მონაწილეობას“.  – აღნიშნა გოგა ბერაიამ.

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს დასაქმებაა. 

მისი თქმით, ვისაც ამ მიმართულებით მუშაობა ევალება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პროფესიული განათლება იყოს გაცილებით უფრო ხარისხიანი და გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი და რაც მთავარია შედეგებზე ორიენტირებული.

„პროფესიული განათლება ეს არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ. ეს არის და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა. ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკაა, აქტიური მხარდაჭერა და ინვესტიციები პროფესიულ განათლებაში. 

დღეს იმართება პროფესიული დასაქმების განათლების ფორუმი, სადაც უამრავი კურსდამთავრებულია და 1000-ზე მეტი ვაკანსიაა სხვადასხვა დამსაქმებლების მხრიდან წარმოდგენილი, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების რეალურ დასაქმებას, ღირსეული ანაზღაურებით.

ეს არის ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ პროფესიული განათლების მიმართულებით ვახორციელებთ და რომელიც კიდევ უფრო აგრესიულად მხარდაჭერილი იქნება ეს მომავალ წლებში“. – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

ნათია ნოღაიდელმა „ჯეო ჰოსპიტალის“ სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ პროფესიულ კოლეჯებთან მათ აქვთ უკვე გარკვეული ტიპის თანამშრომლობა. 

„ჩვენი თანამშრომლობა შემოიფარგლება ძირითადად საექთნო მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჯეო ჰოსპიტალის 22 კლინიკა ოპერირებს მთელ საქართველოში. ვინც ახლა მოდიან ჩვენთან პრაქტიკაზე,  ხარისხი ადეკვატურია, ამავდროულად ეს პრაქტიკა მათ ეხმარება, რომ გაიუმჯობესონ თავიანთი ცოდნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროფესია საქართველოში იყოს პოპულარული, რადგან დღეს საექთნო საქმე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური პროფესიაა და მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ მაღალია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ იმ რაოდენობის პროფესიონალები, რომელიც დღეს ჯანდაცვის სფეროს სჭირდება“. – აღნიშნა ნათია ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები