„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ტვ პირველის“ ეთერში 6 მარტს გასული ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები „ექსპერტიზის მიხედვით, მოდელირებულია და აბსოლუტურად ყველა მათგანს მონტაჟის კვალი აღენიშნება“. ბობოხიძის თქმით, „პროკურატურის მცდელობა, აარიდოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილის ოჯახს, კრახისთვის არის განწირული“.
მისი განცხადებით, „პროკურატურის რეაქცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ რა სერიოზულ დანაშაულთან გვქონდა საქმე“.
„ის, რომ ზოგადად პროკურატურა რეაქციას გამოხატავს ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა სერიოზულ დანაშაულთან გვქონდა საქმე, იმიტომ, რომ როგორც წესი პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს ამა თუ იმ მწვავე საკითხიდან ყურადღება გაფანტოს. ეს არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ აარიდონ უსიამოვნო ფაქტები, თუმცა ვარწმუნებ, რომ აქაც ცდებიან, იმიტომ, რომ მსგავსი მოქმედებებით კიდევ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ პრობლემაზე და ეს კიდევ უფრო დასტურია იმისა, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვქონდა საქმე. პრობლემასთან გვქონდა საქმე იმ მხრივ, რომ ივანიშვილის ოჯახი არამხოლოდ ახლა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლამდეც კი, პრაქტიკულად, ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემებში“, – აცხადებს ბობოხიძე.
ფარული მიყურადება „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო: დავით მათიკაშვილი
არ არის სწორი სახელმწიფო პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი: სერგეენკო
„gadafarva.ge“ ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი გამოძიება ხვალ საღამოს რვაზე: ნოდარ მელაძე