LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური არ უნდა გაძვირდეს! – სოფლის მეურნეობის მინისტრი

69
960-db771bc5ee06aeba21508856ba0dbb16

პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან გაძვირების წინაპირობები არ არსებობს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს და განმარტავს, რომ დღეს პურის ინდუსტრიასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ წინაპირობის არ არსებობის შემთხვევაში, პური არ გაძვირდება.

“ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომაროება გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით”, – განაცხადა ლევან დავითშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები